ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მერიის წარმომადგენლებთან ერთად ქ. ონის ტერიტორიაზე მიმდინარე და შესრულებული სამუშაოები მოინახულა

მერი გაესაუბრა სამუშაოების შემსრულებელ მეწარმეებს და ადგილობრივ მოსახლეობას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მერიის წარმომადგენლებთან ერთად ქ. ონის ტერიტორიაზე მიმდინარე და შესრულებული სამუშაოები მოინახულა.
მ.ლებანიძის სანაპიროზე მიმდინარეობს სამშენებლო და მყარი ნარჩენებისგან სანაპიროს გაწმენდითი სამუშაოები.
გვანცა დედოფლის აღმართზე დასრულდა ყოფილი ბავშვთა სახლის ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები, ადგილზე მოეწყო გზის დამცავი კედელი.
მინდელის ქუჩაზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების წმენდა და გაზონების მოწესრიგება.
მერი გაესაუბრა სამუშაოების შემსრულებელ მეწარმეებს და ადგილობრივ მოსახლეობას.

 

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს