ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა მოადგილეებთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

09.02.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა მოადგილეებთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის დასაწყისში სერგი ხიდეშელმა ყურადღება გაამახვილა ამ დროისთვის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, ისაუბრა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ წამახალისებელ ღონისძიებებზე და კიდევ ერთხელ მოუწოდა წარმომადგენლებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ. წარმომადგენლებმა თავის მხრივ ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ვითარებისა და სოფლებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება სოფლებამდე და სოფლის შიდა გზების წმენდის მიმდინარეობას დაეთმო. ასევე, განხილული იქნა ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები და შესაბამის სამსახურებს დაევალათ მათი დროულად მოგვარება.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის – გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში, ასევე შპს “ონის სერვის ჯგუფი”-ს ხელმძღვანელი

Related posts

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ —გომის და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდნენ.