ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა მოადგილეებთან, გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების და განყოფილებების ხელმძღვანელებთან

28.01.2022წ.

28 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა მოადგილეებთან გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრის დასაწყისში განხილული იქნა მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თანამშრომლებს პრევენციული ზომების გატარებისკენ მოუწოდეს.
მერმა ისაუბრა თანამშრომელთა უდიდეს პასუხისმგებლობაზე, რომელიც მათ დაკისრებული აქვთ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე. კიდევ ერთხელ მოუწუდა დისციპლინისკენ და სამსახურებრივი მოვალეობების პასუხისმგებლიანად შესრულებისკენ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ზამთრის სეზონზე ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე, მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.
სამსახურის უფროსებმა შეაჯამეს გასულ კვირას შესრულებული სამუშაოები და განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივები

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა