ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30.11.2021წ.

30 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა) წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი, პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუციური განვითარების და გაძლიერების ხელშეწყობა, სამოქმედო გეგმისა და პროგრამული ბიუჯეტისთვის საბიუჯეტო პროექტების შემუშავების პროცესში.
სამუშაო შეხვედრის ინიცირება მოხდა საეას მიმდინარე პროექტის „სოციალური ანგარიშვალდებულება და ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის გზით“ – ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ინკლუზიური პოლიტიკისა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და უზრუნველყოფას ინსტიტუციური მექანიზმების ხელშეწყობის გზით.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის ონის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ონის მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით

Related posts

მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილთან ერთად, სოფელ ჟაშქვაში მისასვლელი გზის რეაბლიტაციის სამუშაოებს გაეცნო.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) აღმასრულებელი საბჭოს გასვლით სხდომას დაესწრო, რომელიც სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.