ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან

19.11.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან.
19 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა, რეგიონალური პროექტების სამსახურის ხელმძღვანელთან ლევან ცხვედიანთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს „ჯეი ემ კომპანი“, შპს „გაზმშენი XXI”, შპს “რაჭა 2005“. შპს „ დელტამშენი“შპს „ დაგი+“ და შპს „ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს სოფლებში გზების და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი, ასევე ისაუბრეს ქ. ონში არსებული საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა საკითხებზე.
მეწარმეებს პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები მიეცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა