ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.

17.11.2021წ.

17 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეულ პროექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი, ასევე ყურადღება გამახვილდა ზამთრის სეზონისთვის მზადებასა და შიდა სასოფლო გზების მდგომარეობაზე,
წარმომადგენლებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ,
ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილ პრობლემურ თემებზე და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრაზე სერგო ხიდეშელმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე, რომელიც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობას და ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებებს გულისხმობს და მოუწოდა მოქალაქეებს , აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, ასევე შპს : ონის სერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა