ონის მუნიციპალიტეტის მერიაში , ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წარმომადგენელმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების და საჯარო მოხელეებისთვის საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

შეხვედრა საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2019 – ის ფარგლებში გაიმართა

10 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში , ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ და მოწვეულმა ექსპერტმა ნოდარ ტანგიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების და საჯარო მოხელეებისთვის საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2019 – ის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის ისტორიას, ევროპულ ღირებულებებს, საქართველო- ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებს და გამოწვევებს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქვეყნის ევროპული და ევრო – ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისათვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე.პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ- ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
სსიპ ” საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით,2019 წლის მაისში უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს,რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ —გომის და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდნენ.

დავით ლობჟანიძემ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა

ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას!