ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სერგი ხიდეშელმა სოფელ უწერაში, ჟამიერეთის უბნის შიდა სასოფლო გზა დაათვალიერა

14.07.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სერგი ხიდეშელმა, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გრძელიშვილთან ერთად სოფელ უწერაში, ჟამიერეთის უბნის შიდა სასოფლო გზა დაათვალიერა.
აღნიშნული გზა ემსახურება როგორც მონასტერს ასევე ჟამიერეთის უბნის მცხოვრებლებს.ადგილზე დაიგეგმა გზის სარებილიტაციო სამუშაოები.
სერგი ხიდეშელმა მდინარე რიონზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოებიც მოინახულა და კონტრაქტორი კომპანიის “დაგი+” ის ხელმძღვანელებს შეხვდა.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს