ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან

11.06.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან
11 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, პირველ მოადგილესთან სერგი ხიდეშლთან ერთად , გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „ ცოტნე“, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს ამს ტექნიკსი“, შპს „ კაპიტელი“, შპს „ ორვო“, შპს „ ჯეი ემ კომპანი“, შპს „ ემდი როუდი“, შპს „ დელტამშენიო“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს სოფლებში: გზების რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლის მოწყობის, ნაპირსამაგრების, ხიდების მშენებლობის, წყლის სისტემის რეაბილიტაციის , რიონის კალაპოტის ფორმირების და დამცავი ლოდნარი ჯებირის მოწყობის საკითხები, ასევე ისაუბრეს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა საყურადღებო თემებზე.
განსაკუთრებით აღინიშნა ივლისის თვეში, ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთვის გეგმა – გრაფიკთან ჩამორჩენის და ვადაგადაცილების საკითხი.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელები.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო