ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

07.06.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
7 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ , მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, ასევე შპს „ონის სერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.
შეხვედრაზე განიხილეს ის მნიშვნელოვანი სიახლეები და დაგეგმილი პროექტები, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში დროულად უნდა განხორციელდეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტის „ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“ მიმდინარეობის პროცესზე ონის მუნიციპალიტეტში, რომელიც გულისხმობს განცხადებების და კორესპოდენციების მიღების განახლებულ წესს და უზრუნველყოფს საქმისწარმოების პროცესების ოპტიმიზაციას , სამომავლოდ კი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და განვითარებას.
სამსახურების ხელმძღვანელებმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამირან სხიერელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საკალათბურთო ტურნირის გახსნას დაესწრო

2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრის წარმატებული სტუდენტებისთვის ონის   მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო

ქალაქ ონის სასპორტო სკოლის კომპლექსში გაიმართება ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელის, თბილისის დინამოს“ მწვრთნელის,საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის,საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ღირსების ორდენის კავალერის – ამირან სხიერელის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი კალათბურთში