7
24.05.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
24 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ , მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტაარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში, ასევე შპს „ონის სერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი.
შეხვედრაზე განიხილეს ის მნიშვნელოვანი სიახლეები და დაგეგმილი პროექტები, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში დროულად უნდა განხორციელდეს.
• 17 მაისს ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ღონისძიების მიმდინარეობა.
• საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში ამჯამად არსებულ ეპიდემიოლოგიურ და სოციალურ – ეკომომიკურ მდგომარეობას,
სამსახურების ხელმძღვანელებმა, ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.