ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

19.05.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
19 მაისს, ონის მუნიციპალიტეტში 17 მაისს მომხდარი ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისათვის მიყენებული ზიანის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი.
შეხვედრაზე იმსჯელეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ საჭირო ღონისძიებეზე.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტში ქ.ონსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დაამტვრია ხეები,დააზიანა ელ.გადამცემი სადენები და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა