ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

28.04.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
28 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
თათბირს ესწრებოდა რაჭა ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონის მუნიციპალიტეტში.
შეხვედრის დასაწყისში დავით ჩიკვაიძემ წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადების შესახებ, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლის შეზღუდვასთან და სასაფლაოებთან მისასვლელი გზების ჩაიკეტვასთან დაკავშირებით. ასევე ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კატეგორიის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის დროულად სააღდგომო საჩუქრების გადაცემის შესახებ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა