ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმოამდგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

შეხვედრაზე მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ანგარიში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მხრიდან გაწეული სამუშაოების შესახებ

მიმდინარე წლის 1 მაისს,ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმოამდგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
შეხვედრას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე.
შეხვედრაზე მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ანგარიში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მხრიდან გაწეული სამუშაოების შესახებ.
მერის განცხადებით, წარმომადგენლებისა და საკრებულოს დეპუტატების კოორდინირებული მუშაობით სამომავლოდ ის მცირედი ხარვეზებიც უნდა აღმოიფხვრას რაც მიმდინარე წელს დღესასწაულისთვის მზადების დროს დაფიქსირდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე.
მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალმომარაგების პრობლემებს.
ემზარ საბანაძის განცხადებით ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ასევე პრობლემური საკითხების გადაჭრის პროცესს მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად პირადად გააკონტროლებს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ —გომის და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდნენ.

დავით ლობჟანიძემ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა

ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას!