ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა სამშენებლო კომპანიის შპს „ორბა 7 ’’ის, შპს „სანდო +‘’ის წარმომადგენელებთან და შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაინის“ტექნიკურ ზედამხედველთან

სოფელ ირში მდინარე ჯეჯორზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებთან და სოფელ პიპილეთში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა – კეთილმოწყობის მეორე რიგის დასრულების სამუშაოებთან დაკავშირებით

 

19 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან, დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ ირში მდინარე ჯეჯორზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებთან და სოფელ პიპილეთში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა – კეთილმოწყობის მეორე რიგის დასრულების სამუშაოებთან დაკავშირებით, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა სამშენებლო კომპანიის შპს „ორბა 7 ’’ის, შპს „სანდო +‘’ის წარმომადგენელებთან და შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაინის“ტექნიკურ ზედამხედველთან .
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
• სამუშაოების მიმდინარეობა და მიწოდების ვადები.
• მშენებლობის ხარისხი.
• საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობები და შესაძლო კომპეტენციის საკითხები.
დღეის მდგომარეობით სოფელ ირში სამუშაოები მიმდინარეობს შეუზღუდავად, გრაფიკთან ჩამორჩენის გარეშე. შენიშვნები არ გამოკვეთილა.
პროექტის დასრულების ვადაა 2019 წლის 15 მაისი.
პიპილეთის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით მეწარმეს მიეცა გაფრთხილება სამუშაოების დაჩქარების მიზნით, სხვა პრობლემური საკითხები არ გამოკვეთილა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ დეტალურად იქნა განხილული რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და პრობლემური საკითხები