ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ მერის მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად მოინახულა ონის ისტორიული სინაგოგა

17.06.2020წ.

17 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ მერის მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად მოინახულა ონის ისტორიული სინაგოგა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები შეხვდნენ ონის ებრაული თემის წარმომადგენელს, სინაგოგის მცველს, ბატონ სიმონ შიმშილაშვილს. განხილულ იქნა ონის ებრაული კვარტლის განვითარების პერსპექტივები და ხაზი გაესვა სინაგოგის უდიდეს მნიშვნელობას ონში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით.

მიღწეულ იქნა შეთანხმება, ონის სინაგოგის მონახულებისა და მოლოცვის წესებთან და საათებთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება ონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა