ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის განცხადება

24.03.2020წ.

ძვირფასო თანამოქალაქენო! კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მინდა გაგაცნოთ ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაცია. ონის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 3 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციის რეჟიმში, ამ ეტაპზე ვირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შესაბამისი სამსახურების მიერ მუდმივად კონტროლდებიან როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირები, ასევე მუნიციპალიტეტში რისკის ზონიდან შემოსული მოქალაქეები!

მუნიციპალიტეტში სრულიად არის აღჭურვილი და მზადყოფნაშია საკარანტინო ზონა, გადამზადებულები არიან როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე, მოხალისეთა ჯგუფი. ონის მუნიციპალიტეტის მერიას, შესაბამის სამსახურებს ჩემი ხელმძღვანელობით მუდმივი კავშირი გვაქვს სამედიცინო პერსონალთან. ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს!

ქალაქი მარაგდება სასურსათო პროდუქციით. არ დგას დეფიციტის საფრთხე.

მინდა მოგმართოთ თხოვნით, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებსაც განსაკუთრებით გიხარიათ ერთმანეთის ნახვა და ერთად ყოფნა, გავითვალისწინოთ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დადგენილი წესები, დავიცვათ სოციალური დისტანცია და დავრჩეთ სახლებში. გავუფრხთილდეთ როგორც საკუთარ, ასევე ერთმანეთის ჯანმრთელობას!

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა