ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

16.03.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

‼შეხვედრაზე COVID-19-თან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარების საკითხი განიხილეს.

ასევე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგის და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაწყების შესახებ.

ემზარ საბანაძის განცხადებით, მერიაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის და მოსახლეობამ შეძლოს სრულყოფილი მომსახურების მიღება დისტანციური სამუშაო რეჟმის პირობებშიც, რაც მთავარია გათვალისწინებული იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული რეკომენდაციები.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს