ონის მუნიციპალიტეტის მერმა 6 მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა

3.03.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა 6 მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან და ონის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან იმედა მეშვილდიშვილთან ერთად 6 მრავალშვილიან ოჯახს დედის დღე მიულოცა და ფულადი საჩუქრები გადასცა.

ემზარ საბანაძის განცხადებით, ონისთვის მრავალშვილიანი ოჯახების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მუნიციპალიტეტი თავის მხრივ ყოველთვის გვერდში დაუდგება მათ.

მერმა ასევე მადლობა გადაუხადა ონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდს მხარდაჭერისთვის.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს