ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე გიგა სახელაშვილის სახელობის დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

27.02.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მერის წარმომადგენელთან ლევან შერაზადიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გრძელიშვილთან ერთად გიგა სახელაშვილის სახელობის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებმა მერს დასახლებაში არსებული ყოფითი მდგომარეობა და პრობლემები გააცნეს.

მერის დავალებით ერთი თვის ვადაში მომზადდება საპროექტო დოკუმენტაცია სახელაშვილის დასახლებაში ასფალტის საფარის და სანიაღვრე არხების მოსაწყობად, დაიგეგმა ასევე ომში დაღუპული პოლიციელის გიგა სახელაშვილის სახელობის მემორიალისა და დასახლებაში არსებული სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ემზარ საბანაძის გადაწყვეტილებით დასახლებაში დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარე წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა