ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატის “ეტალონი” გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.

25.02.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან, ონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან იმედა მეშვილდიშვილთან ერთად ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგებს და ინტელექტ-ჩემპიონატ ეტალონის გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.

მერმა საპრიზო ადგილების მფლობელ სამ მოსწავლეს ფულადი ჯილდო გადასცა და მუნიციპალიტეტის და ქვეყნის სასიკეთოდ წარმატებები უსურვა მათ.

შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ ხაზი გაუსვა პედაგოგების მოღვაწეობის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტის განვითარების და წინსვლის საქმეში, აღნიშნა ონის სკოლის უკვე ტრადიციად ქცეული წარმატებები და გამორჩეულად კარგად აღზრდილი, ნიჭიერი ახლაგაზრდა თაობა, რომელიც საფუძველს უყრის მუნიციპალიტეტის წარმატებული მომავლის მშენებლობას.

შეხვედრაზე მერმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები და ონის განვითრების პერსპექტივებზე ისაუბრა.

“ონის მუნიციპალიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა თავის მრავალფეროვანი კულტურული ტრადიციით და უძველესი ისტორიული წარსულით, რომლის დავიწყების უფლება არავის არ აქვს, მეტიც, თითოეული ჩვენთაგანის ვალია ყველაფერი გავაკეთოთ ონის გამორჩეული იერსახის და კულტურული ცენტრის მნიშვნელობის დასაბრუნებლად”, – განაცხადა ემზარ საბანაძემ

Related posts

სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ დეტალურად იქნა განხილული რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და პრობლემური საკითხები

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მირიან მაისურაძე თავისუფალ ჭიდაობაში, ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია