ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სოფელ უშოლთაში მცხოვრებ მიშო დაუშვილს ესტუმრა

02.02.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სოფელ უშოლთაში მცხოვრებ მიშო დაუშვილს ესტუმრა და საჩუქრად ელექტროხერხი და სათიბელა გადასცა.

მუნიციპალიტეტის მერს ახალგაზრდის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ მიაწოდეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მას საქონლის გამოსაზამთრებლად აქამდე ბალახის თიბვა ხელით უწევდა.

მიშო დაუშვილმა მერს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ცნობილია, 25 წლის მიშო დაუშვილი წელიწადნახევარზე მეტია, სოფელ უშოლთაში მარტო ცხოვრობს. თბილისში სკოლის დამთავრების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ რაჭაში, ბებია-ბაბუის სოფელში უნდა გადასახლებულიყო და მესაქონლეობა დაეწყო. ახლა მას უკვე 15 სული ძროხა ჰყავს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა