ონის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა საყურადღებოდ

by magda

07.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა საყურადღებოდ!

დაავადების კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, 5-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, ონის მუნიციპალიტეტის შოთა ბუგიანიშვილის სახელობის საავადმყოფოში მოსახლეობას სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდება.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერ მსურველს 6 თვის ასაკიდან.

ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა გრიპისგან თავის დასაცავად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია  აუცილებელია, რომ გრიპის სეზონს სრულად დაცულები შევხვდეთ.

მოწოდება როგორც გასულ წლებში, კვლავ იგივე რჩება – ვიცრებით ერთმანეთისთვის და ამით ვუფრთხილდებით თითოეული ჩვენგანის, გარშემომყოფების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content