ონის მუნიციპალიტეტის, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში, ქალაქ თბილისის, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი “რწყილი და ჭიანჭველა” გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელობას

28 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში, ქალაქ თბილისის, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი “რწყილი და ჭიანჭველა” გაიმართა.
ინსცენირების ავტორი: დიმიტრი ღვთისიაშვილი.
რეჟისორები: დიმიტრი ღვთისიაშვილი, გია მარღანია.
მხატვარი: ვახტანგ ქორიძე.
მუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილი.
ქორეოგრაფი: გია მარღანია.
მონაწილეობდნენ: მარიამ ხუხუნეიშვილი, გია მარღანია, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელობას, დასს , სტუმრობისთვის, შესანიშნავი წარმოდგენისთვის, პატარების გულების გახარებისთვის.
2 ივლისს გაიმართება რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის წარმოდგენა “მუსიკალური შოუ ზღაპართა ქვეყანაში”, სადაც მშობლებს შვილებთან ერთად შეუზლით ეზიარონ ჭეშმარიტ და ლამაზ ხელოვნებას.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა