ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში ანსამბლ ,,რუსთავის” დაუვიწყარი საიუბილეო – საქველმოქმედო შემოქმედებითი საღამო გაიმართა

აყურებლის წინაშე წარსდგა ლეგენდარული ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი

დღეს ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში ანსამბლ ,,რუსთავის” დაუვიწყარი საიუბილეო – საქველმოქმედო შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
მაყურებლის წინაშე წარსდგა ლეგენდარული ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი.
ანსამბლმა ხალხისთვის საყვარელი სიმღერები შეასრულა და მაყურებლის ოვაციას დასასრული არ უჩანდა.
კონცერტის ბოლოს ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის და სპოტის სამსახურს ბატონმა ანზორმა სამახსოვროდ ანსამბლ ,,რუსთავის” საიუბილეოდ შექმნილი წიგნი-მატიანე გადასცა. ონის მუნიციპალიტეტის შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლ „რაჭას“ ხელმძღვანელმა ირემა ჯაფარიძემ ბატონ ანზორს და ანსამბლ „ რუსთავის“ ყველა წევრს საჩუქრად „რაჭას“ მუსიკალური ალბომი გადასცა, ნიშნად ორი ანსამბლის მრავალწლიანი მეგობრობისა და ღონისძიების დასასრულს მათ ერთად შეასრულეს სიმღერა „ ჩაკრულო“.
კონცერტს ესწრებოდნენ:რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე გიორგი გონაძე, მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე,მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.
ონის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის ანსამბლ ,,რუსთავს” სტუმრობისთვის და არაჩვეულებრივი საღამოსთვის!

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა