მიმდინარე წლის 11 ივლისის ღამეს მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია სოფელ ღეებში მდინარე ლათქიშორას დონის მკვეთრი მატება,რის შედეგადაც დაზიანდა სოფელ პატარა ღებამდე მისასვლელი გზა

ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა სოფლის მიმართულებით შეწყვეტილია

მიმდინარე წლის 11 ივლისის ღამეს მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია სოფელ ღეებში მდინარე ლათქიშორას დონის მკვეთრი მატება,რის შედეგადაც დაზიანდა სოფელ პატარა ღებამდე მისასვლელი გზა.
ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა სოფლის მიმართულებით შეწყვეტილია.
ვითარებას ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე. ღებში დაზიანებული გზის მონაკვეთის სალიკვიდაციოდ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა,ასევე შექმნილია შესაბამისი კომისია და მიმდინარეობს ზარალის სავარაუდო ოდენობის დადგენა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა