47
ღონისძიებაზე იმყოფებოდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი მამა ნოე კერესელიძე
17 მაისს, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მიეძღვნა ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღეს.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი მამა ნოე კერესელიძე, რომელმაც დალოცა ლიტერატურის მოყვარულთა წრის წევრები, პატარა მკითხველები, ბიბლიოთეკის, წიგნის ყველა მოყვარული და მათი ოჯახები.
პოეტმა ანა ერისთავმა ისაუბრა ასევე ეროვნული სამოსის დღის მნიშვნელობაზე, ეროვნულ ფასეულობებსა და საქართველოს ისტორიულ წარსულზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.