ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად გრძელდება

11.10.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
სოფელ ჭალაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნულ სამუშაოებს ი/მ ზ. ჩიკვილაძე ახორციელებდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჭალაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სამუშაოების შესრულების პროცესს.
სოფელი ჭალა:
ღირებულება : 13152,54 ლარი.
დაფინანსების წყარო: სოფლის მხარდაჭრის პროგრამა. 100% სახელმწიფო ბიუჯეტი
შემსრულებელი : ი/მ ზ. ჩიკვილაძე.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს