ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

23.08.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ სორგითში და ჭალაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სოფელ ჭალაში, ასევე, მდინარე ჭალურაზე არსებული ხიდის დაზიანებული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილე-ლევან შერაზადიშვილი, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, მეწარმეებთან ერთად, აღნიშნულ სოფლებში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ შესრულებული სამუშაოების მდგომარეობას.
დასრულებული პროექტების მონიტორინგის პარალელურად, სერგი ხიდეშელი გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნო მათ საჭიროებებს და რიგი პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ სორგითში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ ხიდეშლები 2017“- მა, ხოლო სოფელ ჭალაში ი/მ ზურაბ მეშვილდიშვილის მიერ შესრულდა, ორივე სოფელში სამუშაოები სრულად დაფინანსებული იყო სახელმწიფოს მიერ და ღირებულება შეადგენდა 10 000 – 10 000 ლარს.
სერგი ხიდეშელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული პროექტების მონიტორინგს კვლავ აქტიურად განაგრძობს.

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.