ონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ობოლ და შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტების კალათები გადაეცათ

16.01.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ობოლ და შშმ ბავშვებს საკვები პროდუქტების კალათები გადაეცათ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ონის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის სოფლებს ეწვია.  სახელმწიფო მინისტრი გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.
სოციალური დახმარების კამპანიის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა  რაჭის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანია და პანდემიის ფონზე სოციალური დახმარების აქცია, 8 რეგიონში განხორციელდა. საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით, გადაეცათ, როგორც მცხეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭისა და სამეგრელოს რეგიონებში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის შესაბამისი ბეჭდური სინფორმაციო მასალის მიწოდება, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით განახორციელა.
ასევე, კოვიდპანდემიის ფონზე სოციალური დახმარება გაეწიათ კონფლიქტით დაზარალებულ 116-ვე სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს.

Related posts

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ —გომის და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდნენ.