ონის მერმა მორიგი თათბირი გამართა

მიმდინარე წლის 30 იანვარის, ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე-შუქურა ჯაფარიძე, ასევე მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი- მარინე რაზმაძე.

საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შესარჩევად ჩასატარებელი შეხვედრების ორგანიზება და წითელას ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით, პრევენციულ ღონისძიებებში, ხალხის ინფორმირების მიზნით, დეპუტატებისა და მერის წარმოამადგენლების ჩათულობის საკითხი.
თათბირზე ყურადღება გამახვილდა, ადმინისტრაციულ ერთეულებში ზამთრის პერიოდის მიმდინარეობასა და ყოფით პრობლემებზე.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს