ონის მერმა, ემზარ საბანაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა

მერი გაეცნო ონი-ირის გზაზე ასფალტირებისთვის მოსამზადებელი ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობას, ასევე სოფელ ირში სახიდე გადასასვლელის მოწყობის დასრულების სამუშაოებს; ემზარ საბანაძე იმყოფებოდა სოფელ ქვედში, სადაც ყოფილი სკოლის ტერიტორიიდან სკოლის ნანგრევების გატანა და ადგილის გასუფთავება მოხდა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, რამდენიმე პროექტი მოინახულა.

მერი გაეცნო ონი-ირის გზაზე ასფალტირებისთვის მოსამზადებელი ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობას, ასევე სოფელ ირში სახიდე გადასასვლელის მოწყობის დასრულების სამუშაოებს; ემზარ საბანაძე იმყოფებოდა სოფელ ქვედში, სადაც ყოფილი სკოლის ტერიტორიიდან სკოლის ნანგრევების გატანა და ადგილის გასუფთავება მოხდა.

მუნიციპალიტეტის მერი ასევე გაეცნო სოფელ ქვედრულაზე ნაპირსამაგრის მოწყობისა და სოფელ ჭალაში სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას.

ემზარ საბანაძე გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას.

მერის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, რათა ხალხისთვის სასურველი და მოსაწონი შედეგი იქნას მიღებული.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა