ონის მერი დავით ლობჟანიძე მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელ პირებს, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ალტერნატიული ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

19.11.2025წ.

ონის მერი დავით ლობჟანიძე მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელ პირებს, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ალტერნატიული ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.
ონის მერმა, განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო მიმართულებით არსებული საჭიროებები და გამოწვევები მიმოიხილა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ლობჟანიძემ განათლების ალტერნატიულ ცენტრებს, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სახის მეთოდოლოგიური მასალები, საგანმანათლებლო რესურსები, მათ შორის, მხატვრული ლიტერატურა და სათამაშოები გადასცა.

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა