ნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

15.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც სოფ. სევაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-2 ეტაპი მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად ადგილზე მოინახულა მიმდინარე სამუშაოები.
პროექტის გულისხმობს, სოფ. სევაში ასფალტო -ბეტონის საფარის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ამბროლაური ავტოგზა N10“ ასრულებს, სახელშეკრულებო თანხა 1 125 000 ლარს შეადგენს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2023 წლის ივლისის თვეში იგეგმება.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა