მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის“ წარმომადგენელთან ერთად, ადგილზე მოინახულა ქალაქის ის ლოკაციები, სადაც გამწვანების სამუშაოების ფარგლებში დაირგვება სხვადასხვა დეკორატიული მცენარეები და ხეები

30.03.2023წ.

მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის“ წარმომადგენელთან ერთად, ადგილზე მოინახულა ქალაქის ის ლოკაციები, სადაც გამწვანების სამუშაოების ფარგლებში დაირგვება სხვადასხვა დეკორატიული მცენარეები და ხეები (საკურა, ტუია, ბზა, ჩიტავაშლი, იაპონური ნეკერჩხალი, ჰორტენზია, შტამბიანი ვარდი, ჰიბისკუსი, ვეიგელა, ფიზოკარკუსი, სუზი მაგნოლია, როდოდენდრონი, ჭრელი ნეკერჩხალი, ბურთი ტუია, გინკობილობა). ასევე, ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთებზე მოეწყობა ბილიკები.
ქალაქ ონის იერსახის გალამაზების მიზნით, გამწვანების სამუშაოები აპრილის თვეში დაიწყება შემდეგ ლოკაციებზე:
დავით აღმაშენებლის მოედანი;
დემეტრე II- ის მოედანი;
ონის გადმოსახედი;
სააკაძის ქუჩაზე სამი ახალი სკვერი;
ვახტანგ VI-ის ქუჩაზე არსებული სკვერი.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს