მსახიობი, ონის საპატიო მოქალაქე თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

29.10.2023წ.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი მსახიობის, ჩვენი კუთხის წარმომადგენლის, საპატიო ონელის-თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო.
ქართული თეატრის და კინოს გამოჩენილი მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იყო. შესრულებული ჰქონდა მრავალი მნიშვნელოვანი როლი კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.
თენგიზ არჩვაძის ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე ფასდაუდებელია, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, კოლეგებსა და მთელ ქართველ საზოგადოებას.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა