მოსახლეობის საყურადღებოდ

05.01.2021წ.

 გაცნობებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 1 იანვრის #01-1/ო ბრძანების შესაბამისად, ხვალ, 6 იანვარს, ონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ჩატარდება ახალი კორონავირუსული ინფექციის “Covid-19”-ის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტირება ანტიგენზე დაფუძნებული (პასუხი გეცნობებათ 15 წთ-ში).
ტესტირება უფასოა.
 ტესტირების ჩატარება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, როგორც სიმპტომიანს, ასევე უსიმპტომოს.
ტესტირება დაიწყება 11 საათზე, იუსტიციის სახლის უკან, ძველი საავადმყოფოს შენობის პირველ სართულზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
 დამატებითი კითხვებისათვის დარეკეთ: 599 93 11 92
ნონა ბაკურაძე
ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა