მიმდინარე წლის 3 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან-გია ბენდიანიშვილთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

by magda

ონის მუნიციპალიტეტის მერი გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას.მოისმინა მათი აზრი მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 3 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან-გია ბენდიანიშვილთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა:
სოფელ ჭიორაში მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა და შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები .
აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
შემსრულებელი : ი/მ მალხაზ ლობჯანიძე.

სოფელ ჭიორაში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ” ფარგლებში მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შემსრულებელი : ი/მ ბაკურ რეხვიაშვილი .

სოფელ ჭიორაში- მდინარე რიონზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები .
შემსრულებელი : საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

სოფელ ღებში- სანიღვრე არხების მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება .
მეწარმეს მიეცა შენიშვნა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის ხარისხთან დაკავშირებით.
შემსრულებელი : ი/მ მალხაზ ლობჯანიძე.

სოფელ ჯინჭვისში- სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მდინარე გომრულაზე კალაპოტის ფორმირება შემსრულებელი : შ.პ.ს “რაჭა 2005”.

ონის მუნიციპალიტეტის მერი გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას.მოისმინა მათი აზრი მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით.
ემზარ საბანაძე დაპირებისამებრ აგრძელებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრურტურული პროექტების მონიტორინგს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content