მიმდინარე წლის 26 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა.

26.07.2023

მიმდინარე წლის 26 ივლისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა.
 სხდომას თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარე ლევან ორდინიძე.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია მ/წ 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ.
3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებელის შემოღების შესახებ.
4. სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსათვის დავით აღმაშენებლის ქუჩა #10-ში მდებარე შენობის მე-3 სართულზე მდებარე 2 ოთახის (საერთო ფართით – 53.08 კვ.მ) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხის შეთანხმების შესახებ.
5. „ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 აპრილის N10 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
7. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ 2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებისა და სამშენებლო სამუშოების გამარტივებული შესყიდვების შესაბამისაობის ანგარიში.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა, საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — სორის მოსახლეობას შეხვდნენ.