მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი .

26.02.2026წ

მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი .
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ერთი ერთეული ამწე კალათის შპს „ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობაში (უსასყიდლოდ), თხოვების ფორმით გადაცემის საკითხის შეთანხმების თაობაზე.
2. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ”
3. „ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამით სარგებლობისათვის ტრანსპორტით გადაადგილების ხელშეწყობის სოციალური პროგრამა“.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტის, ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახურის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
6. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ირმა ჩიხრაძის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ დეტალურად იქნა განხილული რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და პრობლემური საკითხები