მიმდინარე წლის 26 აგვისტოს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

26/08/2026

მიმდინარე წლის 26 აგვისტოს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის II კვარტლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
3. 2026 წელს ონის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 მაისის N15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. „ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძლის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიით თავმჯდომარის ინფორმაცია, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის მიერ 2026 წელს ონის მუნიციპალიტეტის მოსახლოებისთვის გამოყოფილი და ათვისებული საშეშე მერქნის შესახებ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასასწაული „ონელობა 2026“ აღინიშნა

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სახალხო დღესასასწაულ „ონელობა 2026“-ის სამზადისს გაეცნო

ძვირფასო ონელებო, ჩვენი ქალაქის სტუმრებო ! გულითადად გილოცავთ ონელობის სახალხო დღესასწაულს!