მიმდინარე წლის 23 მაისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს სხდომა.

23.05.2023

მიმდინარე წლის 23 მაისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა ფრაქციის თავმჯდომარე ვასილ მეტრეველი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის I კვარტლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
3. „2023 წელს ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის დამტკიცების თაობაზე“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 აპრილის N7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არსებული ციფრებით სახელდების შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2023 წელს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მდგომარეობის შესახებ.
6. ქვეყნაში მიმდინარე საკითხების შესახებ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა, საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — სორის მოსახლეობას შეხვდნენ.