მიმდინარე წლის 17 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ ონი-ირის მიმართულებით მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

ამ დროისთვის მიმდინარეობს ასფალტირების სამუშაოების პირველი ეტაპი

მიმდინარე წლის 17 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ ონი-ირის მიმართულებით მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ასფალტირების სამუშაოების პირველი ეტაპი.
დღეის მდგომარეობით ასფალტის საფარის პირველი ფენა დაგებულია 600 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე.
სამუშაოებს ასრულებს კონტრაქტორი კომპანია „ნიუ-როუდი“ და ქვეკონტრაქტორი კომპანია „ამბროლაური ავტოგზა 10“.
აღნიშნული მიმართულებით ასფალტირების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს