მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ქ. ონში სლავა მეტრევლის სახელობის სტადიონზე თბილისის დინამოს საფეხბურთო სკოლის ინიციატივით ჩატარდა დინამოს ფესტივალი 7×7-ზე ფეხბურთში 2014 – 2015 წლებში დაბადებულ ბავშვებს შორის.

13.11.2023

 ფესტივალში მონაწილეობდნენ: ონის , ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ტყიბულის და თერჯოლის საფეხბურთო სკოლები.
 პირველი ადგილი ონის საფეხბურთო სკოლამ დაიკავა.
 საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ : თასებით, შესაბამისი ხარისხის მედლებით და სიგელებით. ასევე ფასიანი საჩუქრებით.
 ფესტივალს ესწრებოდნენ დინამოს საფეხბურთო სკოლის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის და ონის მუნციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
აღნიშნული ფესტივალის მხარდაჭერია ონლაინ მაღაზია : https://isurve.ge/   და წიგნის მაღაზიათა ქსელი  “ლიბრა“.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა