11.03.2026წ
მიმდინარე წლის 11 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი .
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.