მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

მიმდინარე წლის 5 ივნისს მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა:
სოფელ მაჟიეთში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში წყაროს მოპირკეთების სამუშაოები დასრულდა.
შემსრულებელი : ი/მ ვასო გუგეშაშვილი.

სოფელ უწერაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით არსებული სამედიცინო ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.შემსრულებელი : შ.პ.ს “მპტ”.


სოფელ ბარში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ” მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შემსრულებელი: ი/მ სულხან გონაძე.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა