მერის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა

3 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერთან, ბატონ დავით ჩიკვაიძესთან საბჭოს წევრებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარეს. უამინდობის მიუხედავად საბჭოს წევრები 3 სხვადასხვა სოფლიდან ჩამოვიდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ მოტივაციას მოხალისეობრივად შეიტანონ თავიანთი წვლილი რაჭველი ახალგზრდების ხელშეწყობაში
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:
1.ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება ონის მუნიციპალიტეტში
2.ბიუჯეტის დაგეგმვა
3.ნარჩენების მართვა
ცალკე აღნიᲨვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ბატონი დავითის ინიციატივით საბჭოს წევრები მონაწილეობას მიიღებენ ონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში და დაესწრებიან სამოქმედო გეგმის შექმნის გაფართოებულ შეხვედრას. ეს საშუალებას მისცემს საბჭოს წევრებს გააჟღერონ თავიანთი აზრი და დოკუმენტი უფრო მეტად მოერგოს ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებებს

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს