ლაგვანთა – საკაოს გზის მოასფალტირებისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება

17.12.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიეტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ლაგვანთა – საკაოს გზის მოასფალტირებისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება.
ამ დროისთვის მომზადებულია მიწის ვაკისი და გრუნტი ასფალტის ფენის მოსაწყობად.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და საკაოს ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, სოფელ ლაგვანთაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს ,,დაგი + “ ასრულებს, ღირებულება შეადგენს 650000 ლარს
დაფინანსებულია 95 % სახელმწიფო და 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს