კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა 2022 წლის თებერვლის თვეშიც გრძელდება

09.02.2022წ.

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა 2022 წლის თებერვლის თვეშიც გრძელდება.
წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში 50 წლისა და უფროსი ასაკის პირთა იმუნიზაციის პროცესი დაიწყო.
გაზრდილია აცრის მსურველ მოქალაქეთა რიცხვი. ყველა მათგანი ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი-სერგო ხიდეშელი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ ღარში იმყოფებოდა და პირადად გაეცნო ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს,
სერგი ხიდეშელმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
იმუნიზაციის პროცესი ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება

Related posts

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ —გომის და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდნენ.