კონკურსი ,,სუფთა რეგიონი 2020″

04.11.2020წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით გამოცხადდა კონკურსი ,,სუფთა რეგიონი 2020″.
კონკურსი ტარდება პროექტის ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში და მისი მიზანია გამარჯვებულების გამოვლენა შემდeგ ნომინაციებში:
,,სუფთა რეგიონი”
,,სუფთა მუნიციპალიტეტი”
,,სუფთა ქალაქი”
,,სუფთა სოფელი”
,,სუფთა ქუჩა”
,,ლამაზი ეზო”
,,ლამაზი აივანი”
,,ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო”
კონკურსში მონაწილე პირებს შეუძლიათ გადაგზავნონ ფოტო და ვიდეო მასალა ელ.ფოსტაზე: info@greens.ge, pirmariami@gmail.com, darsa13@gmail.com.
ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სისუფთავეზე!

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს